14/04/2023
21:50
პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ ვიდეომიმართვაში საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მისი სიცოცხლე არა პოლიტიკურ, არამედ მორალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ახლა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე დამოკიდებულია არა პოლიტიკურ ან რაიმე პირადი ხასიათის, არამედ წმინდა მორალურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მყარი სამართლებრივი საფუძველი აქვს - თუ ადამიანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, თუ ამაზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, რომ მისი საიმედო მკურნალობა უზრუნველყონ და როგორც ჩანს, ეს ერთადერთი გზაა მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0