
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ „სააკაშვილის სია“ 3 დღეში გახდება ცნობილი.
სანქციების კანდიდატები არიან მინისტრები, პროკურპრები, მოსამართლეები, გლდანის და რუსთავის ციხის თანამშრომლები, ასევე გორის ჰოსპიტალის ექიმები.
“ჩამოვყალიბდებით იმ გვარებზე და იმ პროცედურებზე, რაც ამისთვის უნდა განხორციელდეს. დღეიდან დაიწყება მსჯელობა. გარკვეული სახელები და გვარები უკვე ცნობილია, თუმცა სანამ არ ჩამოვყალიბდებით, ამას საჯაროდ არ გავავრცელებთ. 2-3 დღეში, წესით, ეს უკვე ჩამოყალიბებული უნდა იქნეს.
იქ ძალიან ბევრი ადამიანია, მაგალითად გორის ჰოსპიტალის ეპიზოდები რომ ავიღოთ, გლდანის დაწესებულების ეპიზოდები რომ ავიღოთ. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებიც შეიძლება მოხვდნენ ამ სიაში“ , – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
„სააკაშილის სიის“ შედგენაში ჩართულია ბილ ბროუდერი, რომლის სიამაც პრაქტიკულად განაჩენი გამოუტანა პუტინის რეჟიმს.
0
0