13/12/2022
13:11
პოლიტიკა
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს აკეთებს.
მისი შეფასებით, დამაზიანებელია, როდესაც პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ენიჭება.
“ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება.
როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი. მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა, ასეთი ტერმინი არის კლინიკურ მედიცინაში, მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად", აცხადებს სერგეენკო.
0
0