
„სააკაშვილი მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვართან, რისკი არის ძალიან მაღალი სხვადასხვა გართულებებისა'' - განაცხადა მაქიმმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
„სააკაშვილი მდგომარეობა არის კრიტიკულ ზღვართან, რისკი არის ძალიან მაღალი სხვადასხვა გართულებებისა. მათ შორის, ყველაზე სერიოზული გართულება არის ჰიპერტონიული კრიზი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გულის დაავადებები - ინფარქტი ამ შემთხვევაში და თავში სისხლის მიმოქცევის მოშლა. ეს არის კრიტიკული, გადაუდებელი სასიკვდილო მდგომარეობა.
სიცხის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოკვლევები. მისი სასიცოცხლო რესურსები და პარამეტრები ამოწურვაზე და კრიტიკულ ზღვარზეა მისული. კატასტროფამდე შეიძლება, იყოს ერთი წუთი ან რამდენიმე დღე დარჩენილი, თუმცა ზუსტი დღის დადგენა შეუძლებელია. მისი მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა“, - აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე.
0
0