-share.jpg)
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებილების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდლე პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, სასამართლო მათთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას გადასინჯავს.
როგორც ცნობილია, პროკურატურა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას, ადვოკატები კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.
0
0
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
12/12/2025
ოზურგეთში ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა
12/12/2025