27/04/2023
12:54
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლონეთის ცდილობს კონსტრუქციული გამოსავალი იპოვოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული სიტუაციაზე.
როგორც პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, მათ არაერთხელ უსაუბრიათ ამ საკითხზე ქართულ მხარესთან.
"ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი არის ჩვენი ქვეყნების დიპლომატიურ-პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის დადასტურება და საერთო ჯამში გამოხატავს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება. მინისტრი დარჩიაშვილი ამ წელს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე სპეციალური სტუმარი და ჩვენ მასთან მაშინ განვიხილეთ პრობლემური მიმართულებები საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვიმსჯელეთ ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე. ყველა ამ საკითხზე პოლონეთი ცდილობს კონსტრუქციული კავშირები და შესაძლო დახმარების გზები გამონახოს. გვჯერა, პოლონეთისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობა წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს",- აღნიშნა რაუმ.
0
0