09/11/2021
22:43
სხვადასხვა
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სუვერენული, ენდემური სიგიჟიდან გამომდინარე, მაქვს წინადადება, რომ მიხეილ სააკაშვილის საკანში მოეწყოს ლაივ-შოუ, დაახლოებით ისეთი ფორმატის, როგორიც იყო გია გაჩეჩილაძის საკანი ნომერი 5.
ეს იქნება სრულიად უნიკალური პროექტი.
მიშისტური ტელევიზიები შოუს უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემენ, ხოლო მიშისტ ექიმებს, ბიზნესმენებს, მღვდელმსახურებს და უბრალო მიშისტებსაც ექნებათ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლის, მიხეილ-ფარნავაზ-დავით-ცოტნე-დემეტრე სააკაშვილის 24 საათიანი ჭვრეტის შესაძლებლობა.
ამით საზოგადოებრივი დაძაბულობაც განიმუხტება და შეიძლება მივაღწიოთ მიშოფრენიული ვირუსის გავრცელების შეჩერებას.
პროექტი მრავალ სიკეთეს მოიტანს, მაგალითად, თაკო ჩარკვიანიც შეიძლება დაწყნარდეს და რუსთაველზე ლეიბების გაშლის იდეა აღარ განახორციელოს.
მოვუწოდებ ხელისუფლებას დაუყონებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ წინადადების შესახებ ნიკანორ მელიასთან და საქმის კურსში ჩააყენოს დეგნანი და ჰარცელი.
რა ყველაფერი უნდა ასწავლო ამ ხალხს, როგორ ტყუილა გაჭმევთ პურსა.”
0
0