22/11/2022
02:04
პოლიტიკა
“ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტი, რომელიც მისი სახელით გავრცელდა, გიული ალასანიამ გამოაქვენა და არა, ეკა ხერხეულიძემ”, ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ბატონი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არადა, საკითხი მარტივია. ის შექმნილ ვითარებაზე დედამისს, ქალბატონ გიული ალასანიას ესაუბრა და რადგან თავად არ შეუძლია, სთხოვა, ეს საკითხი პოსტის სახით მის ფეისბუქ გვერდზე გამოექვეყნებინა, რაც დედამ გააკეთა კიდეც.
გაუგებარი მიზეზებით, რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნასა და გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა, რაც რბილად რომ ვთქვა, არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა.
ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც, ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი, კეთილი შურით მშურს", წერს ხაწაპურიძე.
როგორც ცნობილია, 21 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტს არასდროს, არცერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და ამ თემაზე სპეკულაციები უადგილოა.
0
0