
ამერიკელი ტოქსიკოლოგის დევიდ სმიტის განაცხადებით, მძიმე მეტალების არსებობამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში შესაძლოა მისი ინვალიდობა და სიკვდილიც გამოიწვიოს.
ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, პაციენტის მძიმე ავადმყოფობა მოიცავს თუ არა სხვადასხვა ხარისხით დაინვალიდების რისკს ან სიკვდილს? სმიტმა უპასუხა: „დიახ, სიკვდილი და ინვალიდობა“.
მისი თქმით, სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი მძიმე მეტალებისა და წამლებისგან დეტოქსიკაცია.
სმიტის განაცხადებით, საქართველოში ამგვარი სპეციალიზებული მკურნალობა არაა ხელმისაწვდომი.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არის ისეთი სამედიცინო დაწესებულება სადაც შესაძლებელია სპეციალიზებული მკურნალობა მძიმე მეტალებით დეტოქსიკაციისთვის. შესაბამისად, ის გადაყვანილი უნდა იყოს ამ კვალიფიკაციის სამედიცინო დაწესებულებაში და აშშ-ში ჩვენ ასეთი დაწესებულებები გაგვაჩნია“, - განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე.
0
0