
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოლიტიკური ინტერესი დაიკლოს წონაში.
„როდესაც სააკაშვილის ოჯახივე ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შეიძლება პოტენციურად ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას იმიტომ, რომ წონაში იკლებს, ეს უბრალოდ გამაოგნებელია. აქედან ჩანს, რა ოჯახთან გვაქვს ჩვენ საქმე. ეს არის კორუმპირებული ოჯახი.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი იყო ჩართული კორუფციულ საქმიანობაში. სააკაშვილის ოჯახს, მარტო საქართველოში, აქვს 170 მილიონის ქონება მოხვეჭილი ხალხის ხარჯზე. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი. ასეთი ოჯახისგან არც ის გვიკვირს, რომ საკუთარ შვილთან ან ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საჭმელი. ეს იმსაზე მეტყველებს, რომ ყოველგვარი სიწმინდისგან არის დაცლილი ეს ოჯახი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0