28/03/2022
18:23
პოლიტიკა
წიკლაურის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა სამართლებრივი რეაგირება შესაძლოა, მოჰყვეს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას.
„ბრალდებულის განცხადებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სამართალდამცავი უწყებები მის შეფასებას მოახდენენ და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი რეაგირება შეიძლება ამას მოჰყვეს.
სააკაშვილს ბრალდების მხარე ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეების წინააღმდეგ, ტელევიზიის წინააღმდეგ. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა იმ ფონზე, როცა თავად დღემდე აკეთებს მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. არ არის გასაზიარებელი არც ერთი სიტყვა მათ უდანაშაულობაზე, თუნდაც, იმ ფონზე, როცა თავად აკეთებენ მსგავს განცხადებებს ძალადობის მოწოდებაზე. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - ბრალდებულმა ნაცვლად იმისა, რომ მოწმეებისთვის მოესმინა, ეს იყვნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, ძალოსნები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ დარბევის ღონისძიებაში, მან თავი აარიდა მოწმეთა დაკითხვას და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა და დატოვა პროცესი. ბრალდების მხარე გავაგრძელებთ სასამართლოში ჩვენი მტკიცებულებების წარდგენას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ დადასტურდეს სააკაშვილის და სხვა ბრალდებულთა დანაშაული 7 ნოემბერს",- განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვულმა განაცხადა: „თუ ჩვენ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში… თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია“.
0
0