01/05/2022
00:34
პოლიტიკა
„მდგომარეობა კრიტიკულია, რა დროს რა მოხდება არავინ იცის“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ „ტვ პირველის„ ეთერში, სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„სრულიად ვეთანხმები ყველაფერს რაც ექიმებმა დაწერეს, დავიწყოთ იქიდან, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ვიტყოდი, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რა როდის მოხდება კაცმა არ იცის... ეს არის კუნთების განლევა, ეს არის გამოწვეული კახექსია, კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა, რომელზედაც ახლა არ გავჩერდები.
6 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს ნამდვილი გამოკვლევა არ ჩატარებია. ახლაც ზუსტად ასეთივე სიტუაციაში ვართ. ეს არის მრავალორგანული დაზიანება.
რაც მე არ მომეწონა იყო ის, რომ ანემიას მკურნალობდნენ რკინის დანამატებით. თალასემიის დროს რკინის მიცემა კარგს არაფერს მოასწავებს. ძალიან ცოტა მონაკვეთი გვაქვს, როდესაც კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ავადმყოფი იმ მხრივ, რომ გავაგზავნოთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ არა რეანიმაციიდან არამედ ახლავე.
ჩემი აზრით ჯერ გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც ორგანიზმს ჭკუაზე მოიყვანენ და შემდეგ უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია. პირდაპირ რეაბილიტაცია საზღვარგარეთის არცერთი ექიმი არ დაიწყებს“, - განაცხადა ყიფშიძემ.
0
0