27/04/2022
15:17
პოლიტიკა
სახალხო დამცველის კონსილიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.
„22 აპრილს მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი და რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. გავეცანით სამედიცინო ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ანუ ორგანიზმი იმ ცილებს, რომლებიც მას გარედან არ მიეწოდება, კუნთების დაშლით იღებს და კუნთოვანი მასა ძალიან მცირდება, ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამით არის გაუარესებული.
ჩვენი აზრით, ამის ყველაფრის გამომწვევი შეიძლება იყოს რეზისტენტული, პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მიგვიყვანა ანორექსიამდე. ამჟამად ის იღებს ნორმალური რაოდენობის კალორიის 1/3-ს. მის რაციონში ცილა არ შედის, კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია, მოსალოდნელია, ამ ამბავს გონების დაკარგვაც მოჰყვეს. მდგომარეობა გაუარესებულია და ამას მისი ფსიქოლოგიურ სტატუსიც აუარესებს. მას ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარემო საკმარისი არაა იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ის, ნებით თუ უნებლიეთ, უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი, ეს არის ჩვენი დასკვნა“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა თენგიზ წულაძემ.
0
0