
მიხეილ სააკაშვილის ლობისტური კომპანიის ანგარიშში ნახსენებია გიორგი მარგველაშვილიც - "გადახდილია11 559 აშშ დოლარი"
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საიტზე "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" შესაბამისად გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობის ანგარიშში ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.
FARA-ს დოკუმენტებში თანხის მიზნობრიობაში მითითებულია – "ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენის მცდელობა," რაზეც უნდა წარმართულიყო შესაბამისი პიარკამპანია.
ამ მიზნით, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობისთვის გადახდილია 11 559 აშშ დოლარი.
ამერიკული FARA-ს (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის) მიხედვით, ღირებული ნივთები არ შემოიფარგლება მხოლოდ საჩუქრებით, უპროცენტო სესხებით, უფასო მგზავრობით, აქციებით, ექსკლუზიური უფლებებით, სხვადასხვა ანაზღაურებით და ა.შ..
მიღებულია სარეგისტრაციო ორგანო NSD/FARA-ს მიერ 2023 წლის 6 ივნისს;
მიღებულია სარეგისტრაციო ორგანო NSD/FARA-ს მიერ 2023 წლის 6 ივნისს;
პარაგრაფ 15. (a)-ში წერია: 6-თვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, აქვს თუ არა რეგისტრატორს გარკვეულ საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ან დახარჯული თანხა ნებისმიერი უცხო მფლობელის სახელით, რომელიც აღნიშნულია ამ განცხადების მე-7, მე-8 ან მე-9 პარაგრაფში ან გადაურიცხა თუ არა მან თანხა რომელიმე ასეთ უცხო მფლობელს? უცხო მფლობელად მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მიმღებად - Cision PR Newswire; თანხის რაოდენობა - 1,841.90 აშშ დოლარი გადაირიცხა Cision PR Newswire-თან პრესრელიზისთვის (ამერიკელი მედიკოსები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ნაწამებია და მოწამლულია საპატიმროში ყოფნისას); გადარიცხვის თარიღი - 12/02/2022; 12/03/2022. თანხის რაოდენობა - 11,559.00 აშშ დოლარი; Cision PR Newswire-თან პრესრელიზისთვის - (საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს კოალიციის ძალისხმევებს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის გადარჩენის მიზნით); გადარიცხვის თარიღი - 02/09/2023;02/10/2023. მთლიანად გადარიცხულია 13,400.90 აშშ დოლარი.

0
0