სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების მიერ ყოველდღე გავრცელებულ ინფორმაციას ვერავინ გააყალბებს, გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები - ირაკლი კობახიძე
A-
+A

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების მიერ ყოველდღე გავრცელებულ ინფორმაციას ვერავინ გააყალბებს, გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები, რომელიც აჩვენებს სააკაშვილის მდგომარეობას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„სააკაშვილს უკვე 200-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა და ყველა რწმუნდება, რომ მდგომარეობა არის კარგი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ბუნებრივია, ეს უკავშირდება იმ მაჩვენებლებს, რომელსაც ვერავინ გააყალბებს. საუბარია ანალიზებზე და მათ პასუხებზე, რომლებიც, დღევანდელი მდგომარეობით, წესრიგშია. ეს მონაცემები იქნება სამომავლოდ გამოქვეყნებული. ეს მარტივი რამ არის. გამოქვეყნდება ანალიზების პასუხები, რაც აჩვენებს, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, რატი ბრეგაძემ დღეს აღნიშნა, რომ ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს, რითაც სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას.
0
0
379
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%