19/04/2023
11:36
პოლიტიკა
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„თუ რამე კომისიის შექმნა შეუძლიათ, თუ რამე მხარდამჭერი გუნდის გაკეთება შეუძლიათ, დღეს ყველაზე მთავარი არის, რომ ისინი მივიდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაარწმუნონ და დაეხმარონ მას, რომ აღადგინოს სრულფასოვანი კვება, შეასრულოს დანიშნულება და რეკომენდაციები, რომელიც გასცეს ექიმებმა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება თუ არა პატიმარი სათანადო პირობებში.
0
0