16/11/2021
15:29
პოლიტიკა
უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორებიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა სატურაცია, ნორმის ფარგლებშია, ასევე ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.
0
0