
“ნაციონალური მოძრაობა” ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტატებს ქმნის. ამის შესახებ „ენმ-ის“ პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება.
„პირველი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებ, იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნა, მათი უზრუნველყოფა ლოგისტიკით, ინფრასტრუქტურით. მათ შორის, პარტიის ფინანსების მიმართვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებისთვის.
საზოგადოებამ იცის, რომ მიმდინარეობდა კონსულტაციები ამ მიზნით და ერთ კანდიდატთან, ეს იყო გიორგი ჩალაძე. მას ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებასა და მუშაობის გამართვაზე.
„ნაციონალური მოძრაობა“ აიღებს პასუხისმგებლობას შტაბებისთვის ფინანსების მიმართვასა და ლოგისტიკაზე. ეს შტაბი იქნება ზეპარტიული და მასში გაწევრიანება ყველას შეეძლება“, - აცხადებს ხაბეიშვილი.
0
0