
“უკრაინა აჩვენებს უცებ ამ სურათს და ამბობენ, ახლა იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებულიო. უკაცრავად, მაგრამ 10 კი არა, 25 კილო აქვს ექიმის შემდეგ დაკლებული და იმის ლანდი აღარ არის, რაც მაშინ იყო. ვინც ეს ფოტოები გაავრცელა, ეს მტრული განზრახვით არის გავრცელებული”, განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
მან ასევე უარყო გავრცელებული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აღნიშნული ფოტოები ოჯახმა გაავრცელა.
"ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა ძალიან მაინტერესებს, ან საიდან მქონდა მე. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში," - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, “შაბათის ფორმულამ” კლინიკა “ვივამედიდან” ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა. გადაცემის ცნობით, ეს სურათები 29 აგვისტოთი თარიღდება. თავდაპირველად, ამ ფოტოს გადაღების თარიღად მითითებული იყო - “ერთი თვის წინ გადაღებული”, მოგვიანებით კი ტელეკომპანიამ თარიღი ჩაასწორა და 29 აგვისტო მიუთითა.
0
0