
მიხეილ სააკაშვილი თუ ციხეში მოკვდება, ეს საქართველოს ბედზე აისახება. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა.
„100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ეს გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. როცა იკითხავენ, რითია ცნობილი საქართველო, უპასუხებენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტი იყო ციხეში და ის იქ გარდაიცვალა. მაშფოთებს ციხეში მისი შესაძლო გარდაცვალების უარყოფითი შედეგებით. ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერ ფასად. თუ ის ჯანმრთელია, იმედია, მტკიცებულებებს გვაჩვენებენ. კარგი ნაბიჯი იქნება იმის დემონსტრირება მსოფლიოსთვის, რომ მას სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, როგორც ამას ზოგიერთი ექიმი ვარაუდობს“ - თქვა მან.
დიპლომატი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, რომელიც შეიქმნა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, ასევე ვარაუდობს, რომ თბილისი შეიძლება დაეხმაროს მოსკოვს შეზღუდვების გვერდის ავლით. მისი თქმით, 2023 წელს ამ საკითხს მეტი ყურადღება დაეთმობა.
„ტრაგიკულია, რომ ევროკავშირმა მიანიჭა კანდიდატის სტატუსი [ევროკავშირში გაწევრიანებაზე] მოლდოვასა და უკრაინას, მაგრამ არა საქართველოს. ვფიქრობ, ეს იმის დასტურია, რომ ევროპა და აშშ ხედავენ დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის დახმარებას სანქციების გვერდის ავლით, 2023 წელს გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა სანქციების რეჟიმის ხარვეზების გამოსწორებას. მეტი ყურადღება დაეთმობა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბელორუსი და საქართველო, რომლებიც, ანალიტიკოსების აზრით, ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში.
0
0