01/11/2021
15:49
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომამ თავისი თავი ამოწურა და „ქართულ ოცნებას“ ის შედეგი მიაღებინა, რაც უნდოდა.
„არ ვიცი, რასთან დაკავშირებით არის აქცია. ვიცი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. თქვენ იცით, ჩემი პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა მეც არ მომწონს. მგონი, ამ ილეთმა უკვე თავისი თავი ამოწურა და მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გააგზავნონ. ამის შემდეგ აქციაზე მისვლის რა არგუმენტი იქნება, ერთად მოვისმინოთ.
„ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მიმართულია სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რაც სწორი სტრატეგია მგონია. არ ვუშვებ იმას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მოვუწოდებ, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გააგზავნონ. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომამ თავისი თავი ამოწურა, „ქართულ ოცნებას“ ის შედეგი მიაღებინა, რაც უნდოდა. აწი, დანარჩენ პერიოდში მის ციხეში ყოფნას არანაირი ელექტორული მნიშვნელობა არ აქვს, სჯობს, აღარ აწვალონ, პარტიასთან შეთანხმება შეასრულონ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ დროზე გაუშვან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0