
მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, არის მტკნარი სიცრუე.
„ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. გუშინ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა - პულმონოლოგის და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი კერძო კლინიკაში, რამდენადაც ამას რამდენიმე კვირაა ითხოვს კონსილიუმის რეკომენდაცია, სახალხო დამცველის დასკვნა. მას შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამავდროულად, მოვისმინეთ, რომ კონსილიუმის ვიზიტები უნდა გახშირდეს და იყოს ყოველ მეორე დღეს. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობს არის საგანგაშო და კონსილიუმის ვიზიტები ამ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ერთადერთი, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია“, - განაცხადა ბასილაიამ.
0
0