სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა - პაპუაშვილი
A-
+A

“მიხეილ სააკაშვილი წირავდა იმ დეპუტატებს, ვინც მის გამო შიმშილობდა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი როგორც გლდანის, ასევე რუსთავის დაწესებულებაშიც სათანადო სამედიცინო დახმარებას იღებდა.
“საერთო ჯამში, იმ 50 დღის განმავლობაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მე-12 და შემდეგ მე-18 დაწესებულებაში გაატარა, არ ყოფილა არც ერთი წუთი, როცა მას არ მიეღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში ყოფნას თუ მის გადაყვანას, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის მიდგომა, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც გაწირა მიხეილ სააკაშვილმა, მათ შორის დეპუტატებს წირავდა, ვინც მის გამო შიმშილობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ადამიანები არ გაწირა, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი საკითხი იყო ამ გადაწყვეტილების”,- განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
380
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%