
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება.
„ტირანიის უმაღლესი საფეხური ერთი პირის ხელში ადამიანის სიკვდილისა და სიცოცხლის საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლებაა. ზუსტად ამ ფაზაში იმყოფება ივანიშვილი და ზუსტად ამას გვაჩვენებს სააკაშვილის მკვლელობით.
სანაცვლოდ, საზოგადოება არა ივანიშვილს სთხოვს პასუხს, არამედ სააკაშვილისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ნამდვილად კვდება - ის უნდა მოკვდეს, რომ ყველამ დაიჯეროს, რომ კვდება.
ამას ჰქვია კოლექტიური მორალური კახექსია“, - წერს ნიკა გვარამია.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026