21/06/2023
14:30
პოლიტიკა
ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი უკრაინის მოქალაქეობის დათმობას არ გეგმავს.
„[სააკაშვილი] უკრაინის მოქალაქეობას არ დათმობს, გამორიცხულია. ქართული სახელმწიფოებრიობის შემქნელია - ჰიმნის, დროშის, ყველაფრის შემქმნელია. ხოდა ასეთი ადამიანი რა ფორმით უნდა ერთვებოდეს ქართულ პოლიტიკაში, თქვენთვითონ ჰკითხეთ თქვენ თავს. არ უნდა ერთვებოდეს?!“- განაცხადა ალასანიამ
კითხვაზე, ხომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის თხოვნით მიმართვას, ალასანიამ აღნიშნა, რომ გამორიცხულია.
„როგორ მიმართავს. საერთოდ ვერანაირად. გამორიცხულია. ყოველთვის გამოიძებნება ფორმები, რა ფორმითაც შეუძლია იმოქმედოს [პოლიტიკაში]“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა.
რამდენიმე დღის წინ პატიმარმა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა დააანონსა.
0
0