სააკაშვილი სინამდვილეში მოტყუვდა, ვიღაცამ შეაცდინა, ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა - მამუკა არეშიძე
A-
+A
-share.jpg)
“ჩვენ ახლა დენთის კასრზე ვსხედვართ და პატარა ნაპერწკალი გვჭირდება. მიუხედავად იმისა, 14 ოქტომბრის მიტინგს მოტივაცია აკლდა, შემიძლია გითხრათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე იგრძნობოდა. საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი დაპირისპირებაში გადაიზარდოს.” – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
“სააკაშვილს რევოლუცია, უფრო სწორად, რევანში ძალიანაც უნდა, მაგრამ სხვა საკითხია, როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მოტყუვდა, საქართველოში რომ ჩამოვიდა. მართალია, მისი თანაგუნდებელი ცდილობენ სააკაშვილის მცდარი ნაბიჯი გაამართლონ და ჰეროიკული ფორმა შესძინონ, მაგრამ სინამდვილეში მოტყუვდა, ვიღაცამ შეაცდინა. ისეთმა ვიღაცამ შემოიტყუა, ვისაც ენდობოდა.
ხელისუფლება იმის არის, რომ თავისი ძალა აჩვენოს, მუდმივი კუდის ქიცინით ფონს ვერ გავა. რა შეიძლება გამოვიდეს აქედან? უკრაინა ძალიან აქტიურობს ამ საკითხში და არ გამოვრიცხავ სააკაშვილის ექსტრადირებას უკრაინაში. ეს უკანონო იქნება, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გამართლებული იქნება. პირადად მე ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.” – აცხადებს მამუკა არეშიძე.
0
0
1019
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%