03/12/2021
14:37
პოლიტიკა
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოკითხვას უთვლის ყველა ჟურნალისტს, რომლებიც ჰოსპიტალთან დგანან და მოვლენებს აშუქებენ.
„ის მოკითხვას უთვლის ჟურნალისტებს, რომლებიც ამ სიცივეში გარეთ იცდიან და აშუქებენ ამბებს“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი.
„ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. Ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს, მაგრამ ახლა ქართველი ხალხის ჯერია, გაათავისუფლონ“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
0
0