
“2012 წლის შემდეგ, ყოველდღე, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც, გვიწევდა ამ ნარატივის, სიყალბისა და სიცრუის გაფანტვა, რომ ეს არის პრორუსული მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი არის პრორუსი ოლიგარქი” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ამ „პრორუსმა“ ოლიგარქმა ჯერ მანამდე ამდენი საქმე გაგიკეთა, ქვეყანა ააშენა, 3 მილიარდი დაახარჯა, შემდეგ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მიუტანა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და შარშან უკვე წილად მხვდა ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ევროკავშირის წევრობის განაცხადზე და ქვეყანამ პირველად მიიღო ევროპული პერსპექტივა. სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, პერსპექტივა კი არ გვექნებოდა, ჩვენ საერთოდ არსებობს შევწყვეტდით, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ის ისწრაფოდა გრძელვადიანი მმართველობისკენ. დღითიდღე გვაშორებდა ევროპას, მე არ მახსოვს მაშინ ამ ადამიანების პროტესტი. საერთოდ ესმოდათ ევროპის იდეა და მნიშვნელობა? არც ერთი მედია არ იყო? რატომ? გვარამია, რომელიც დღეს მედიამენეჯერად არის წარმოჩენილი, ვინ იყო? იყო პროკურორი, რომელმაც თქვენი ტელევიზია - „იმედი“ წაგართვათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0