
შეიძლება მომენტალურად სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდეს“. სააკაშვილი, როგორც „ჯოკერი“ ისე სჭირდებათ, ან შიგნით, ან გარეთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
„მე იმაზე მეტი ინფორმაცია მაქვს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, მათ შორის, მათი შიდა ანტურაჟიდან გამოსული. „ქართული ოცნება“ 2 მნიშვნელოვან სცენარს ამუშავებს 2024 წლის არჩევნებისთვის. ერთი არის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ფიქტიური შერიგების სცენარის განვითარება. მეორე არის სააკაშვილის მომენტალურად გამოშვება. როგორ გამოშვება? ტექნიკურად ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. პოლიტტექნოლოგიური ხრიკის კარგად მოფიქრება და დაგეგმვა უნდა. ორივე კოზირი მათ არჩევანშია. უბრალოდ ფიქრობენ რომელი გაათამაშონ. შეიძლება ორივე გაათამაშონ. ამიტომ მოსახლეობა უნდა იყოს ფრთხილად. შეიძლება მომენტალურად სააკაშვილის მდგომარეობა „დამძიმდეს“. სააკაშვილი, როგორც „ჯოკერი“ ისე სჭირდებათ, ან შიგნით, ან გარეთ“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
0
0