28/09/2021
12:08
პოლიტიკა
“გიჟიაო კი ამბობენ მასზე, მაგრამ ამდენად გიჟიც არაა. ციხეში ჯდომა რომ ნდომებოდა, აქამდე ჩამოვიდოდა, ჩაჯდებოდა და ახლა შეიძლება გამოსულიც ყოფილიყო. ციხეში მჯდომი სააკაშვილი რომ რევოლუციის ალის გამჩაღებელი ნაპერწკალი ვერ იქნება, ეს არა მგონია სადაო იყოს რასაკვირველია, ნაცმოძრაობის გამარჯვების და ხელისუფლების ჩამოშლის შემთხვევაში ის ნამდვილად ჩამოვა და ციხეში კი არ წავა, არამედ ხელისუფლების სათავეში, მაგრამ თუ ნაცმოძრაობა ვერ იმარჯვებს და ხელისუფლება არ ინგრევა, რატომ უნდა ჩამოვიდეს? ციხეში რომ წავიდეს იმიტომ?
აქედან გამომდინარე, ერთადერთი რეალური შედეგი, რაც სააკაშვილის ჩამოსვლის გამო ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვება, არის ნაცმოძრაობის და ქართული ოცნების ამომრჩეველთა უფრო აქტიური მობილიზება, არსებული პოლარიზაციის გაღრმავება და შუის გაკრეფის მორიგი მცდელობა.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს მცდელობა ამჯერად მაინც არ იქნება წარმატებული”, – წერს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში.
0
0