-share.jpg)
ერთადერთი დივერსია, რაც ვნახეთ, ეს იყო 2022 წლის ოქტომბერში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა კონტეინერით საქართველოში, ზუსტად ეს იყო დივერსიული ქმედება, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ მართული ადამიანი ისე შემოაპარეს კონტეინერით არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომ ქვეყანა აერიათ, დესტაბილიზაცია მოეხდინათ.
„ზუსტად ის, რასაც ის საუბრობს სხვა ჯგუფებსა თუ ადამიანებზე, სინამდვილეში ეს არის იმის აღწერა, რაც იყო გეგმა მისი და იმ სპეცსამსახურების, რომლებიც მას მართავენ. დივერსიაზე ვინ ვინ და მიხეილ სააკაშვილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც კონტეინერით შემოიპარა საქართველოში, არ უნდა საუბრობდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0