
სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, საკუთარი ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება უბრალოდ არასწორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ კახა კალაძეს პრემიერ-მინისტრობისთვის, ხოლო თეა წულუკიანს პრეზიდენტობისთვის ამზადებს.
ზოგადად, სააკაშვილი პერიოდულად ცდილობს ხოლმე, საკუთარი ფანტაზიები გაშალოს, დაამტკიცოს, რომ აქვს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დარღვევები და ა.შ. მის განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება უბრალოდ არასწორია. რაც შეეხება იმას, ვინ რა თანამდებობაზე განიხილება - როცა არის შესაბამისი დრო, საზოგადოებას ვაწვდით ხოლმე სათანადო ინფორმაციას, ასე რომ სააკაშვილი ამაზე ნუ ინერვიულებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
0
0