სააკაშვილი: ნიუ იორკში შეხვედრისას რიჩარდ გირმა მითხრა, რომ აღშფოთებული იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმით, ამას მოაყოლა, უნდა თქვათ უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დაიყვანოთო
09/03/2026
20:57
A-
+A

"ნიუ იორკში შეხვედრისას რიჩარდ გირმა მითხრა, რომ აღშფოთებული იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმით, ამას მოაყოლა, უნდა თქვათ უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დაიყვანოთო"- წერს სააკშვილი.
"2008 წლის ომის შემდეგ, ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიყავი ჩასული, საღამოს სასტუმროს კონსიერჟმა დამირეკა და მითხრა რომ რიჩარდ გირი იყო მოსული და შეხვედრას ითხოვდა.
მე ამ მსახიობის დიდი პატივისმცემელი ვარ და რა თქმა უნდა მაშინვე ჩავედი. დავსხედით სასტუმროს ბარში, გირმა დაიწყო საუბარი იმით, რომ ძალიან აღშფოთებული იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმით, ამას მოაყოლა ბუდისტი ვარო და შემდეგ ის რის სათქმელადაც იყო მოსული - დაუყოვნებლივ უნდა თქვათ უარი ნებისმიერ იარაღზე, ხოლო არმია ნულზე დაიყვანოთო.
ხოდა რაც დიდ ჰოლივუდელ ვარსკვლავს არ გამოუვიდა, ის შეასრულა ივანიშვილმა.
ეს განსაკუთრებით გამოჩნდა რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე.
არც ანტისაჰაერო დაცვა არ გვაქვს, თუმცა ჩემთან შეთანხმებით ამას ობამა გვაძლევდა. მერე კი ივანიშვილმა მოგვისწრო და უარი თქვა, არც ბალისტიკური რაკეტები, რომლის ერთობლივ წარმოებაზეც უკრაინასთან ვიყავით შეთანხმებული. არც ფრთოსანი რაკეტები, რომელთა გამოშვებაც დელტაში იგეგმებოდა."
0
0
264
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%