02/06/2023
18:32
პოლიტიკა
ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძე „კრიმინალ ექს-პრეზიდენტს“ ურჩევს, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდეს „სამიტებისა“ და "მთავრობის სხდომების" გამართვით.
„ჯაბანი ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი მორიგ ტრაგიკომიკურ ილუზიებშია. თურმე ჩვენი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისთვის ჩამბარებელს, ახლა ზელენსკისთან ერთად მდინარე ფსოუზე მოუნდა საქართველო-უკრაინის საზღვრის გავლება.
ახლა აღარ „კვდება“ და აღარ „ხმება“ ეს ბოროტი ქოსატყუილა? კრიმინალო ექს-პრეზიდენტო, ანეკდოტური წერილების წერას, ჯობია კლინიკის ლუქს პალატაში დაკავდე "სამიტებისა" და "მთავრობის სხდომების" გამართვით. აგყვებიან მნახველი ნაცსექტანტები“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
როგორც ცნობილია, სააკაშვილმა დღეს მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც წერს, რომ უნდა “ვემზადოთ ფსოუზე ქართულ-უკრაინული საზღვრის მოსაწყობად”. მისივე თქმით, დარწმუნებულია ზელენსკის, დასავლეთის, უკრაინისა და ქართველი ხალხის სწრაფ გამარჯვებაში.
0
0