17/07/2023
08:39
საზოგადოება
„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედი Live“- ში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა, რადგან ეს პერსონალური მონაცემების გაჟღერებაა.
„ნუ დამასახელებინებთ ციფრს. 1000 ლარი მაინც გადავიხადეთ ჯარიმა, რადგან მკურნალმა ექიმმა გააჟღერა სააკაშვილის წონის ციფრი. მომატებული არის და არა ერთი კილოთი. კლინიკა ამ შემთხვევაში მზღვეველებივით ვართ, თუ პაციენტი აიკრძალავს საკვებს, ან რაც უფრო ნაკლებს შემოუტანენ, შეგვიძლია უცებ შევეშველოთ და უცებ გამოვასწოროთ ყველაფერი. პაციენტი უფრო წამოგვყვა, ვიდრე ოჯახის წევრები. ვერ ვაიძულეთ [ოჯახის წევრები], რომ მოიტანონ ის საკვები, რასაც ჩვენ ვთხოვთ. სანამ არ იქნება გარანტია, რომ [სააკაშვილი] გავა თავისუფლებაზე, არცერთი წამით არ ველოდები, რომ ვინმე იტყვის მისი გარემოცვიდან, რომ უკეთ არის“, - განაცხადა ნადირაძემ.
0
0