12/12/2021
15:20
პოლიტიკა
როგორც სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ მედიკამენტებს, რაც ნამდვილად არ უნდა მიეღო და ამან მისი მდგომარეობა დაამძიმა.
„ის ნამდვილად ღებულობდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა“,-განაცხადა თოიძემ.
მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაძინება უჭირს.
„ძილის გაუარესებაა, გაუარესება კი არა, ძილის შეუძლებლობა. გახსოვთ, რომ საუბარი იყო ციხეში არსებულ სიტუაციაზე, მერე „შუმოკებზე“, რომელიც პაციენტის ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომელსაც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური და დაძაბული მდგომარეობა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ, მეტაბოლური დაავადებაა“, - განაცხადა თოიძემ.
0
0