-share.jpg)
როგორც სააკაშვილის მონახულების შემდეგ გვარამიამ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალთან განუცხადა, სააკაშვილი დაუყოვნებლივ მოითხოვს ცენტრ „ემპათიის“ მიერ გაკეთებული საექსპერტო საბჭოს შესვლას.
„მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადა სახალხო აპარატს, ასევე კონსილიუმის წევრებს, ექიმებს. მოიკითხა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩემგან დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო. ამით ძალიან ბედნიერია.
იგი დაუყოვნებლივ მოითხოვს ცენტრ „ემპათიის“ მიერ გაკეთებული საექსპერტო საბჭოს შესვლას. არ შემიძლია დიაგნოზის დასმა, მაგრამ პირველადი სისუსტეები რაც ეტყობოდა, ალაგდა. ნათელი გახდა მისი სტრესული მდგომარეობის ამსახველი ნერვული მდგომარეობა. მას ეს ეტყობა კომუნიკაციაზეც, მეტყველებაზეც, სიარულზეც.
ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის კომისიაში არიან ნევროლოგები, ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული კონსილიუმის შემოსვლა.
უკრაინელი ადვოკატის ნათქვამი მოვისმინე, რომ ეს ორი სხვადასხვა ადამიანიაო. ნამდვილად ასეა, უბრალოდ ვინც შევდივართ მასთან, ამას თვალი შევაჩვიეთ.
მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის მიუხედავად იმისა, რომ საჭირო მკურნალობა უტარდება. ფიზიკურად აღდგენის პროცესი დაწყებულია, თუმცა მენტალურად აღდგენის პროცესი, რომელიც გაცილებით უფრო რთულია, საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0