18/06/2023
20:40
პოლიტიკა
სააკაშვილი ევროპელებისთვისაც გამოიყურება ერთ არასერიოზულ, გადამგდებ, მატყუარა მანიპულატორად, რომელიც ცოტა ხნის წინ კვდებოდა და ახლა პრემიერად მოდის საქართველოს მთავრობაში - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„გიგა ბოკერია, ბადრი ჯაფარიძე არის ხალხი, რომელიც ერთ ენაზე ლაპარაკობს და ევროკავშირი ამათ ენდობა, მაგრამ გიგა ბოკერიას აქვს 1, 7%, ბადრი ჯაფარიძეს აქვს 2%. არ წარმოადგენენ ესენი არაფერს, დანარჩენი არის მიშა, რომელიც ხან კვდება, ხან პოლიტიკაში მოდის, ხან ქართული არ ახსოვს, ხან ლიბერალია, ხან ტრადიციებს ბოკერია ართმევს.
ანუ დაკარგულია მთლიანად, ევროპელებისთვისაც გამოიყურება ერთ არასერიოზულ, გადამგდებ, მატყუარა მანიპულატორად, რომელიც ცოტა ხნის წინ კვდებოდა და ახლა პრემიერად მოდის საქართველოს მთავრობაში“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0