01/10/2021
11:09
პოლიტიკა
მისი თქმით, ახლა დიდი შერიგების დროა.
„სახელმწიფოს როდესაც გახრწნი, მერე ეს კორუფცია და გახრწნილი სახელმწიფო შემოგიბრუნდება ამ ფორმით. სათავეში არის ფეოდალი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო. სააკაშვილის მიერ აშენებული სახელმწიფო უნდა დავიბრუნოთ. მან სახელმწიფო ააშენა. მართლმსაჯულება, რომლის მიმართაც რაღაც პრეტენზიები გვქონდა, ამათმა გახრწნეს. მე ველოდები მშვიდობიან სცენარს, გუშინ მივმართე მათ და ვთქვი, მოდით, წავიდეთ დიდ შერიგებაზე. მობრუნდა პრეზიდენტი, ახლა ტვინი გაანძრიონ. თუ ტვინი არ გააჩნია ღარიბაშვილს, მის გარშემო არიან ადამიანები და მათ მივმართავ, ფრთხილად, ბატონებო, სახელმწიფოს არ მიგატაცებინებთ, ახლა შერიგების დრო დაიწყო და ახალი, რეფორმირებული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება სრულიად საქართველო მომავალში, ახლა დიდი შერიგება დავდოთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
0
0