
სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი წერს.
"ნანა ჯანელიძეს მინდა მივულოცო. მისი ძალაისხმევით ევროკავშირის 12 პუნქტიდან ყველაზე რთულად შესასრულებელი - დეპოლარიზაცია - შესრულებულია.
სააკაშვილი და თეა წულუკიანი უკვე ერთ აზრზე არიან და ერთად იბრძვიან", - წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, “იარე ლიზას” რუსული პროპაგანდა უწოდა.
ფილმის შესახებ განცხადება გაავრცელა კულტურის სამინისტრომ: "ფილმის "იარე ლიზას" გადასაღებად იმდროინდელი პრემიერ გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელ გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით, გამოიყო 1 740 690 ლარი".
ფილმს გამოეხმაურა მინისტრი თეა წულუკიანიც: "ფილმი "იარე ლიზა" ჩაწყობით (!), უკონკურსოდ (!) დაიფინანსა რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ პრემიერ გახარიასგან".
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025