-share.jpg)
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მისი შვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ მივიდა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მკურნალობაზე უარს არ ამბობს.
მისივე თქმით, ოჯახი პარენტერალურ კვებაზე უარს ამბობს, რადგან ამ ხერხით საკვები დანამატების მიღება სახიფათოა.
„არავითარ მკურნალობაზე უარს არ ამბობს, ერთადერთი ლაპარაკია კვებით დანამატებზე, რომელიც არის სახიფათო. არაერთხელ მოვისმინეთ ცნობილი, აღიარებული ექსპერტების აზრი, რომ ძალიან საფრთხილოა მაგის [პარენტერალური კვების] გაკეთება, თუ გამოცდილება არ არის და ამ კლინიკაში ამ საქმეზე მაინც და მაინც დიდი გამოცდილება არ ჩანს.
რამდენიც შეუძლია, იმდენ საკვებს იღებს, მეტი არ შეუძლია. აქამდე რომ მივიდა ვისი პასუხისმგებლობაა? კახექსია აქვს ადამიანს და მიდის ძალიან დიდი ტემპით. რამდენიმე დღეა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, მანამდე სად იყვნენ“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესს ჯერჯერობით უცნობია.
0
0