
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმეა.
"მიხეილ სააკაშვილის სხეულში მძიმე მეტალების არსებობა არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიისა და სხვა ლაბორატორიების მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა - ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთი პატიმრის გათავისუფლებას, რომლის ჯანმრთელობა მძიმეა, მიხეილ სააკაშვილს კი, 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმე დაავადება. საქართველოს სასამართლომ ნახა საბუთები და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ავად, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები მოსყიდული ხალხია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალ სამყაროს, ასე რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალი დაგვდონ, რომ ჯაშუშების კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა. ახლა ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და თუ არ ვიმოქმედებთ პუტინი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჩალაძემ.
0
0