27/08/2023
21:16
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ცნობით, რუსული Su-30-ის მიახლოებისას ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან საპირისპირო მიმართულებით შებრუნდა. ამის შესახებ TASS წერს.
„2023 წლის 27 აგვისტოს, რუსულმა საჰაერო კონტროლის ინსტრუმენტებმა საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რომელიც შავი ზღვის თავზე, სახელმწიფო საზღვარს უახლოვდებოდა. საჰაერო თავდაცვის განგაშის ძალებმა საჰაერო სამიზნის იდენტიფიცირებისთვის და საზღვრის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, საბრძოლო თვითმფრინავი Su-30 მოაბილიზეს. რუსულმა გამანადგურებელმა საჰაერო სამიზნე ამოიცნო, როგორც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი - MQ-9A Reaper ", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრში.
ცენტრის ცნობით, უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის საზღვრიდან გაფრინდა, როდესაც მას რუსული გამანადგურებელი მიუახლოვდა,
0
0