
ელექტრონული კომერციის რუსულმა პლატფორმამ Wildberries საქართველოში სასაქონლის გაყიდვები დაიწყო, რომელსაც ქართული პარტნიორი კომპანიის ფრენჩაიზის ქვეშ განახორციელებს.
როგორც "ინტერფაქსი" გაერთიანებული კომპანია Wildberries and Russ-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ქართველ მომხმარებელს ექნება წვდომა საქონლის ფართო სპექტრზე, რომელიც მოიცავს 8 მილიონზე მეტ პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიებში: ტანსაცმელი, სილამაზისა და ჯანმრთელობის პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სარემონტო პროდუქტები, ბაღი და აგარაკი და სხვა.
„პირველ ეტაპზე ფრენჩაიზის მიმღები შეკვეთას თბილისში განახორციელებს, მისი მიწოდების დრო იქნება დაახლოებით 7 დღე, ასევე განიხილება კურიერის მიერ მიწოდების დაწყების შესაძლებლობა. ფრენჩაიზის მიმღები გეგმავს რეგიონში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებას“, - ნათქვამია პრესრელიზში.
სექტემბერში საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო რუსული ელექტრონული კომერციის პლატფორმა Ozon-მა.
0
0