რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, დაწყებულია ევაკუაცია - უკრაინული მხარე
A-
+A

უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური. მოგვიანებით ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამაც დაადასტურა.
"ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს", - თქვა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
პროკუდინმა ასევე აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.
წყალდიდობის საფრთხის წინაშეა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.
0
0
368
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%