03/08/2023
20:40
საზოგადოება
რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის Sukhoi Superjet, რომელიც 2 აგვისტოს საღამოს თბილისი-მოსკოვის მარშრუტს ასრულებდა, იძულებული გახდა თბილისის აეროპორტში დაბრუნებულიყო.
„ეხო კავკაზას“ წყაროს ცნობით, თვითმფრინავმა აფრენის დროს შასის მექანიზმი ვერ აკეცა და აფრენიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ამას პორტალი Flightradar-ის მონაცემებიც ადასტურებს.
მგზავრები რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ ახალ თვითმფრინავს, რომელმაც ისინი მოსკოვში წაიყვანა. რეისი, რომელიც თბილისის დროით 22:45 წუთზე იყო დაგეგმილი, დილის 04:35 საათზე შედგა.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თბილისის აეროპორტში აზიმუტის ოფიციალური წარმომადგენელი არ ყოფილა.
ავიაკომპანიამ პირდაპირი ფრენები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით მიმდინარე წლის 19 მაისიდან დაიწყო.
0
0