06/07/2023
11:53
მსოფლიო
რუსეთის სპეცსამსახურებმა სანკტ-პეტერბურგში „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის რეზიდენცია დაარბიეს.
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, პრიგოჟინის რეზიდენციაში ნაპოვნია იარაღი, საბრძოლო მასალა, ოქროს ზოდები, ალიგატორის ფიტული და პარიკებით სავსე კარადა - გასულ თვეში გადატრიალების მოწყობის მცდელობის შემდეგ „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი იძულებული გახდა, ეს ნივთები სასახლეში დაეტოვებინა.
გაზეთმა „იზვესტიამ“ სასახლის დარბევის ამსახველი სურათები და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასევე ჩანს ყალბი პასპორტები და ჩარჩოში ჩასმული ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, გამოსახულია პრიგოჟინის მტრების მოკვეთილი თავები.
სურათებზე ნაჩვენებია როიალი, ასევე სპა და საუნა და პერსონალური საცურაო აუზი; საბილიარდოში გამოფენილი დიდი ზომის სლაიდი წარწერით „მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს გამოსაყენებლად“; კერძო სამლოცველო ოთახი, რომელიც მორთულია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხატებით.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, რეზიდენციაში აღმოჩენილია დიდი რაოდენობის ნაღდი ფული სხვადასხვა ვალუტაში, ასევე სამხედრო ფორმა 20 მედლით.
როგორც ცნობილია, 24 ივნისიდან ევგენი პრიგოჟინი (მას შემდეგ, რაც მან კრემლის წინააღმდეგ [წარუმატებელი] აჯანყება მოაწყო) ბელარუსში იმყოფება.
0
0