
საკრუიზო გემი „ვლადიმერ ჟირინოვსკი“ ექსპლუატაციაში შევა და წყალში 2024 წელს ჩაუშვებენ. გემი სოჭის, ნოვოროსიისკის, ბათუმის, სტამბულის მარშრუტებს გაივლის. ამის შესახებ გამოცემა Kuban Inform იტყობინება.
ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის თქმით, ლაინერი ასტრახანის სამხრეთ გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების ცენტრის წარმოების ობიექტებზე მოსკოვის მდინარე გადამზიდავი კომპანიის დაკვეთით ახლა შენდება, ოპერატორი იქნება კომპანია Mosturflot. მანამდე მას „პეტრე დიდი“ ერქვა.
გემი აღჭურვილი იქნება საცხოვრებელი კაბინებით, საცურაო აუზებით, ტერასებით და სარესტორნო კომპლექსებით.
როგორც RBC Krasnodar იტყობინება, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ტურიზმისა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის სანგაჯი ტარბაევის თქმით, კასპიისა და შავ ზღვებს დიდი პერსპექტივა აქვს საკრუიზო ტურიზმის განვითარების კუთხით, მაგრამ ამ კლასის გემების ნაკლებობა ანელებს ამ მიმართულებას.
0
0