
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთს მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება ქალაქ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად.
მისივე ინფორმაციით, რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს და უკან დახევის მიუხედავად ჯერ კიდევ ჰყავს ძალები ქალაქში, ქალაქის ირგვლივ და მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე.
"არც ისე ადვილია ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება", - განუცხადა რეზნიკოვმა Reuters-ს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ რთულია რუსეთის ქმედების პროგნოზირება და ვარაუდობს, რომ ზამთარი ბრძოლის ველზე ოპერაციებს შეანელებს, რაც ორივე მხარეს გადაჯგუფების საშუალებას მისცემს.
"ზამთარი შეანელებს ბრძოლის ველზე აქტივობას ყველა მხარისთვის. ეს ყველა მხარისთვის სასარგებლოა. ამ დროს მაქსიმალური შედეგით გამოვიყენებთ ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, გადაჯგუფებისთვის, განახლებისთვის და როტაციისთვის და კარგად მოვამზადებთ მათ“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
0
0