-share.jpg)
„დიდი შანსია, რომ ამ დილით ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანა "ხაფანგის დაგებას" ნიშნავდეს,“ - განაცხადა ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილმა გენერალმა, რიჩარდ შირეფმა.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი, ფაქტობრივად, უკან იხევენ სამხრეთ უკრაინიდან. გუშინ კრემლში პანტომიმური ბრიფინგი გაიმართა [სერგეი] შოიგუსა და [შოიგუ] სუროვიკინს - რუსეთის ჯარების სარდალს - შორის. მაგრამ რუსების ნაბიჯები არასანდოა, ასე რომ, ვფიქრობ, პირველ რიგში, გასარკვევია, სინამდვილეში რა ხდება. თუ რუსები უკან დაიხევენ, ისინი დამარცხდებიან. მათ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედრო ძალები ჰყავთ დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც რამდენიმე ხიდი უკრაინელების სამიზნეა,“ - თქვა რიჩარდ შირეფმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ხერსონიდან ჯარების გაყვანა „ხაფანგის დაგებას“ ნიშნავდეს, რიჩარდ შირეფმა განაცხადა, რომ უკრაინელები "საფუძვლიანად" ეჭვობენ ამაში.
„მარტივად შემიძლია, ვთქვა - არასოდეს ენდოთ იმას, რასაც რუსები ამბობენ,“ - განაცხადა შირეფმა.
0
0